logo_geo
eng_logo
ნათია მეზვრიშვილი: როცა საქმე მძიმე დანაშაულს ეხება, მართლმსაჯულების სისტემა ერთიანი უნდა იყოს
- +

24 აპრილი. 2018. 14:59

 

„როცა საქმე მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს ეხება, მართლმსაჯულების სისტემა უნდა იყოს ერთიანი და ამ ერთიანობას უნდა იზიარებდეს, მათ შორის, პრეზიდენტის ინსტიტუტი“, – ამის შესახებ შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე საუბრისას განაცხადა.

 

ნათია მეზვრიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შს სამინისტროს მომხდარის გამო არც ერთ დონეზე პასუხისმგებლობის პერსონიფიცირება არ მოუხდენია. ამასთან, როგორც მეზვრიშვილმა განმარტა, პოლიციაში შესულ შეტყობინებასთან დაკავშირებით შს სამინისტროს რეაგირება იყო დროული და შეტყობინების შესაბამისი.

 

მეზვრიშვილის ინფორმაციით, შემაკავებელი ორდენი მოკლულის დედის მიმართ იყო გაცემული.

 

„რა შეტყობინებაც მოვიდა მსხვერპლის მხრიდან, რეაგირება იყო შესაბამისი. შეტყობინება მხოლოდ შემაკავებელი ორდერის გამოწერის საფუძველს იძლეოდა და ის პოლიციამ დაუყოვნებლივ გასცა. შეტყობინებაში, რომ ყოფილიყო სისხლის სამართლის ნიშნები, ამას წინ ვერაფერი დაუდგებოდა“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

მან აღნიშნა, ისიც, რომ შს სამინისტრო აწარმოებს ჩადენილ დანაშაულთა ზუსტ სტატისტიკას და ნებისმიერ დაინტერესებულ უწყებას აწვდის მას.

 

შეგახსენებთ, რომ 13 აპრილს, თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის თამარ გამრეკელაშვილს ორი მცირეწლოვანი შვილის თვალწინ, ყელი გამოჭრეს. მომხდართან დაკავშირებით შს სამინისტრომ 14 აპრილს, მოკლულის მამინაცვალი, ვეფხია ბაქრაძე თელეთში დააკავა.

გამოძიება 11 პრიმა 109–ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლი 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

 

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner