logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ვისაც ჯერ არს, იმათი მისამართით შევძახებ: გეყურებათ?!
- +

24 აპრილი. 2018. 15:59

 

 

ნოსტალგია!!!!

 

მიშა ანდღულაძემ თავის ფბ-გვერდზე ისეთი მოგონება გამოაქვეყნა, რომ არცერთ ნორმალურ ადამიანს არ დატოვებს გულგრილს.

 

ფაქტიურად, ეს არის „ოდა“ მეგობრობაზე, მოფერება იმ ურთიერთობაზე, რომელიც უახლოეს წარსულში სუფევდა ჩვენს ქვეყანაში.

 

სწორედ ეს ურთიერთობა გახლდათ სამშობლოს კეთილდღეობის და მომავალი სიძლიერის ფუნდამენტი. სწორედ ამ დუღაბის მოშლა იყო გარეშე მტრის და შინაური ბრიყვების მიზანი. და მათ ეს მოახერხეს.

 

შედეგი, სავალალო, ეროვნულ უბედურებამდე მისული დღევანდელობა სახეზეა. ამ რეალობას მხოლოდ ვიშვიში, გულზე ხელის ბრაგუნი, სუფრაზე წარმოთქმული სადღეგრძელოები და უმწიფარ თუ ლაყბობის მოყვარულ პოლიტიკოსთა ცანცარი ვერ უშველის.

 

ნდობის აღდგენაა საჭირო. ესაა მთავარი და სწორედ ამ განწყობის გაღვივებას ემსახურება ეს გულწრფელი მოგონება, რომლის სამოცამდე სტრიქონი, უნდა გამოვტყდე, ბარე ჩვეულებრივ ათ სქელტანიან რომანს, ასეთივე ას ლექსს, მით უმეტეს, ათი ათას ე.წ. დიპლომატურ ნოტას მირჩევნია.

 

სწორედ ამ ურთიერთობის აღდგენა უნდა იყოს სახელმწიფო პოლიტიკის ამოსავალი წერტილი.

 

ვისაც ჯერ არს, იმათი მისამართით შევძახებ: გეყურებათ?!?!?!

 

P.S.: ისე რაც მეტი მეგობარი გაავრცელებს ამ პუბლიკაციას, რაც მეტი ადამიანი გაიზიარებს და შეუერთდება ამ სულისკვეთებას, მით უფრო დაჩქარდება ძმებს შირის ჩატეხილი ნდობის ხიდის აღდგენის პროცესი.

 

კუს ნაბიჯით, მაგრამ მაინც წინ!!!!

 

 

*****

აქვე გთავაზობთ მიშა ანდღულაძის წერილს:

 

 

– კომუნისტების დროს, თბილისის, ქუთაისის, ბათუმის და სოხუმის აეროპორტები საქართველოს აეროფლოტს ეკუთვნოდა და მფრინავები ყველა ერთმანეთს კარგად იცნობდა. თბილისის აეროპორტში პილოტი ოსი იყო, გაზაევი - გაზაკა. სოხუმის აეროპორტში კი აფხაზი სლავა ეშბა.

 

მოკლედ, აირია 90-იანებში ქვეყანა, დაიწყო აფხაზეთის ომი. თბილისელი პილოტები ქართულ ჯარს ეხმარებიან, დააფრენენ ბაბუშერაში, სლავა ეშბა კი აფხაზური საჰაერო ძალების სარდალი გახდა და აფხაზების მხარეს იბრძვის. 1993 წლის ადრე გაზაფხულია. ბაბუშერადან „ტუ 134“ აფრინდა დაჭრილი ჯარისკაცებით გადატენილი. პილოტი ზუსტად ის ოსი გაზაკაა, გაზაევი. ძალიან თავისებური, სპეციფიური ხმა აქვს გაზაკასო,- ამბობენ. აფრენიდან რამდენიმე წუთში თვითმფრინავის რადარმა დააფიქსირა კუდის მხრიდან მისკენ მოძრავი მფრინავი ობიექტი. მიახლოების სიჩქარით მიხვდა გაზაკა, რომ სამხედრო თვითმფრინავია და თან აფხაზური ან რუსული, რადგან ახლომახლო ქართული თვითმფრინავი არ დაფრინავს, ზუსტად იცის. თბილისს გადმოსცა, ზურგიდან სამხედრო თვითმფრინავი მიახლოვდება და, სავარაუდოდ, ჩამოგვაგდებსო. „ტუ 134“ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მანევრირების მქონე თვითმფრინავია და რომ გაექცე სამხედრო თვითმფრინავს ან რაიმე მანევრით აიცილო ნასროლი რაკეტა, ან სწრაფმსროლი ავიანაღმები, წარმოუდგენელია. მოკლედ, გადარჩენის შანსი ნულია. მოკლედ, მორჩა გაზაკა თბილისისთვის ინფორმაციის მიწოდებას და სიხშირეზე უცხო ხმა ჩაერთო:

 

– გაზაკ, ბრატ, ეტა ტი?

 

გაზაკა ყვებოდა- ჯერ ვიფიქრე, შიშისგან მეჩვენებაო, მაგრამ შეკითხვა გაიმეორაო.

 

– და, ეტა ია, - უპასუხა გაკვირვებულმა.

 

– ეტა ია, სლავა ეშბა, - გაისმა ყურსასმენში.

 

– პრივეტ, სლავა! - სხვა თურმე ვერაფერი მოიფიქრა და მიესალმა დაბნეული გაზაკა...

 

– პრივეტ! ვოტ ი სვიძელის, ბრატ! - ეუბნება აფხაზი.

 

– პრივეტ, ბრატ! პრივეტ! ი ჩტო დალშე? - უპასუხა გაზაკამ და უარესისთვის გაემზადა.

 

– დალშე? დალშე ნიჩევო!! დალშე ჟივი, ბრატ! ჟივი! -უპასუხა აშბამ, „ტუ134“-ს ქვევიდან, მუცლის ქვეშ ამოუფრინა დიდი სიჩქარით, გაასწრო, მერე სიმაღლე აკრიფა, მარცხენა ვირაჟით წრე მოხაზა და უკან, სოხუმისკენ გაფრინდა. რაციაც დადუმდაო.

 

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner