logo_geo
eng_logo
ომარ ნიშნიანიძე: ჩემთვის აღდგომა ბავშვობიდან საყვარელი დღესასწაული იყო
- +

2 მაისი. 2016. 02:16


დეპუტატ ომარ ნიშნიანიძისთვის აღდგომა ბავშვობიდან მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი საყვარელი დღესასწაულია. მის ოჯახში, ისევე როგორგ ყველა მართლმადიდებლის ოჯახში, ეს დღე განსაკუთრებით აღინიშნება.

 

 

„აღდგომის დღესასწაული ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ჩემს ოჯახში მას განსაკუთრებით აღნიშნავდნენ. მეც ტრადიციების მიმდევარი კაცი ვარ და მთელი ოჯახი აღვნიშნავთ ამ დღესასწაულს ერთად. ადრე საფლავზე გავდიოდით კვირა დღეს, მაგრამ ახლა ოჯახში აღვნიშნავთ ხოლმე, ხოლო ორშაბათს გავდივართ ჩვენი წინაპრების საფლავებზე და პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას.

 

ბავშვობიდან მოყოლებული აღდგომა ჩემთვის საყვარელი დღესასწაული იყო და ასეთად რჩება დღესაც.

 

მინდა, მივულოცო ჩემს უსაყვარლეს ქართველ ხალხს, ყველა მართლმადიდებელს ეს დღე. ყოველი აღდგომა ყოფილიყოს უკეთესი მატერიალურად, სულიერად, ჯანმრთელობით, წინსვლით, გამარჯვებით და გახარებით. მინდა ვისურვო, გაერთიანებულ საქართველოში აღგვენიშნოს უახლოეს წლებში აღდგომის ბრწყინვალე დღესასაწაული. ვულოცავ ყველა ქართველ მართლმადიდებელს ამ ბრწინვალე დღესასწაულს", - აცხადებს ნიშნიანიძე.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner