ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში წერს:
„რა მაგარია ეს სერჟი.
საკაიფოდ გაუდო ჯერ რ2-ს. უამრავი გასაკეთებელი „სიუჟეტი“ „ერევანში დარბევისთვის ემზადებიან“, „ჯარი ხალხის მხარესაა“, „დარბევის დროს ასობით ადამიანი დაშავდა“, „უკრაინიდან მომიტინგეთა მხარდამჭერები სპეციალური თვითმფრინავით აპირებენ გამგზავრებას და მიHას სურათებს აგროვებენ“ გაუფუჭა. ეჰ, ვეღარ მოვისმენთ ევროპის სახალხო პარტიის წევრების ფრაზებს: სარგსიანმა წახნაძორ 2-ის დახურვა ხალხმა არ აპატია. ჩვენ შეშფოტებულნი ვართ და მხარს ვუჭერთ პროცესების დემოკრატიულად განვითარებას. დ.ა.შ.
მიHას ხო სულ წყალში ჩაუყარა მიმართვის ტექსტების წერაში გატარებული უძილო ღამეები. სხვადასხვა სომხურ, თუ დასავლურ მეორეხარისხოვან ტელეკომპანიებში სტუმრობის მოლოდინები და მისი აჟიტირებული მომხრეებისგან „დღეს დილით სევანში ჩაყვინთა, ორ საათში მტკვარში ჩამავალ კანალიაზაციასთან ამოყვინთავს“, ან „სევანში რა უნდა, სადახლოში თათბირს მართავს“ - ძახილი.
ამ ბედუღმართ „ოპოზიციას“ ხო საერთოდ ცელი გამოუსვა. გაემაზათ ჯულიეტოვნასთან სტუმრობა, დაბერილი ლოყებით პუტინისთვის მუქარის „მესიჯების“ გაგზავნა და „ჭკვიანურად ტანჯული“ სახეებით ათასგვარი სისულელის ბოდვა რუსეთთან მიმართებაში დემოკრატიის მონაოვარის უპირატესობაზე.
ერთადერთი ოცნებამ გაიხარა. გაიხარა იმიტომ რომ მართალია არ სჯერათ, მაგრამ რა იცი, მარცხი ერთი წამისაა - მართლა რომ ამოყვინთოს იმ კანალიზაციასთან, მერე?
აი ცავატანემ სერჟ, შენ ნაღდად არ ტარაკუნემ რესპუბლიკა!“ - წერს გაბრიჭიძე.