logo_geo
eng_logo
შსს: ცალკეულ შემთხვევებში კრიმინალის ნეგატიური მატებაა, თუმცა ამ ეტაპზე საგანგაშო მატება არაა
- +

24 აპრილი. 2018. 22:18

 

 

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა, რომ ცალკეულ შემთხვევებში კრიმინალის ნეგატიური მატებაა, თუმცა ამ ეტაპზე საგანგაშო მატება არაა.

 

„შსს ასაჯაროებს კრიმინალის შესახებ სტატისტიკას და ჩვენ ამ პროცესში ღია ვართ. სტატისტიკა მიუთითებს 2 რამეზე, ცალკეულ შემთხვევებში არსებობს პოზიტიური დინამიკა, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში ნეგატიური მატებაცაა. საგანგაშო მატება ამ ეტაპისთვის არ ფიქსირდება", - განაცხადა მამუკა ჭელიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner