logo_geo
eng_logo
სოსო ცისკარიშვილი: ეს დღეები განათებულია სხივით, რომელიც უკეთესი მომავლისკენ სვლის ძალას გვაძლევს
- +

2 მაისი. 2016. 02:04


„აღდგომის მართლაც ბრწყინვალე დღესასწაული სრულიად გამორჩეულია ყველა სხვა დღესასწაულებისგან", - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი „რეპორტიორთან" საუბრისას.

 


მისი თქმით, ამ დღესასწაულზე მის ოჯახში კვერცხები წითლად კომუნისტური მმართველობის დროსაც იღებებოდა, მიუხედავად იმისა, რომ  იმ პერიოდში ეს ქმედება საფრთხეს წარმოადგენდა.


 

„სუფრა არ არის უკანასკნელი ატრიბუტი ამ დღესასწაულზე. წითელი კვერცხი კომუნისტების დროსაც არ მოკლებია ჩემს ოჯახს, მიუხედავად იმისა, რომ ეს საფრთხეს წარმოადგენდა. აღდგომის დღესასწაული ერთ დღეში არ სრულდება. ეს დღეები განათებულია იმ სხივით, რომელიც დღესაც ფარავს ჩვენს ქვეყანას და გვაძლევს ძალას უკეთესი მომავლისკენ სვლისა", - განაცხადა ცისკარიშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner