ავტორი ალა გრიგალაშვილი
საქართველოს პარლამენტის წევრი სოსო ჯაჭვლიანი აღდგომას ტრადიციულად ხვდება. რას უსურვებს ქართველ ხალხს - პოლიტიკოსი „რეპორტიორს" ესაუბრა:
„აღდგომას ტრადიციულად ვხვდები, როგორც რიგითი მართლმადიდებელი. ვღებავთ კვერცხებს, გავდივართ სასაფლაოზე. არ მიყვარს ზედმეტი პრანჭვა-გრეხვა, ზოგიერთებმა რომ იციან, ჩვეულებრივად ვხვდები და მეორე-მესამე დღეს მიცვალებულთა საფლავებზე გავდივარ... აღდგომას, გამომდინარე იქიდან, რომ გადაჭედილი მოძრაობაა, ფეხით მიყვარს ხოლმე სიარული, სულ დავივლი ხოლმე ახლობლების სასაფლაოებს და კვერცხს ვუგორებ.
დაცემაცაა და მერე ადგომაც - ისე გაგრძელებეულიყოს ცხოვრება, სულ სიკეთისკენ და აღდგომისკენ წარმართულიყოს. ერთი სურვილი მაქვს - ადამიანებს დაავიწყდეთ პარლამენტარების გვარები, პრეზიდენტის გვარი, თანამდებობის პირთა გვარები და იყოს ისე, რომ პოლიტიკას საერთოდ არ ახსენებდნენ. პოლიტიკა მაშინ არ გაახსენდებათ, როცა შვებას იგრძნობენ, როცა ყველა თავისი პროფესიით იმუშავებს..." - განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.