logo_geo
eng_logo
სოფო კილაძე: რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა ისჯება გერმანიაშიც, შვეიცარიაშიც და კანადაშიც!
- +

25 აპრილი. 2018. 01:11

 

 

„პირდაპირ შემიძლია კონკრეტული ქვეყნების კონკრეტული მუხლები სისხლის სამართლის და ადმინისტრაციულ კოდექსებში წარმოდგენილი, სადაც რელიგიის და რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფა არის დასჯადი და ამ ქვეყნებს შორის ნამდვილად არ არის რუსეთი“ , - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

 

„მაგალითისთვის, გერმანიის სისხლის სამართლის კოდექსის 166-ე მუხლი შეგიძლიათ ნახოთ, ავსტრიის სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლი, შვეიცარიის სისხლის სამართლის კოდექსის 261-ე მუხლი, კანადის სისხლის სამართლის კოდექსის - 296-ე მუხლი. იტალიაში ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა არის დაწესებული“, - აცხადებს სოფიო კილაძე.

 

პატრიოტთა ალიანსის წევრის, ემზარ კვიციანის მიერ ინიცირებული პროექტის მიხედვით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა 1 წლამდე პატიმრობას ან ჯარიმას ითვალისწინებს. პროექტი დღეს ადამიანის უფლებათა კომიტეტში განიხილეს, თუმცა კენჭისყრიდან მოიხსნა, ვინაიდან გადაწყდა, რომ უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner