logo_geo
eng_logo
ემზარ კვიციანი: შეტევა მიდის მართლმადიდებლობაზე! სიბინძურეებს დაახატეს ჩვენი წმინდანები!
- +

25 აპრილი. 2018. 01:13

 

 

„ამ ბოლო დროს შეტევა მიდის მართლმადიდებლობაზე, პატრიარქზე, სიბინძურეებს დაახატეს ჩვენი წმინდანები, მეფეები. ამ ყველაფერმა, რა თქმა უნდა, დააჩქარა ის, რომ შევსულიყავი ინიციატივით, რომ მივიღოთ კანონი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის“, - ამის შესახებ „პატრიტთა ალიანსის“ წევრმა ემზარ კვიციანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

 

„შეურაცხყოფის ლექსიკონი თუ ვინმესთვის არ არის გასაგები, ეს სხვა საქმეა, მაგრამ შეურაცხყოფა არის შეურაცხყოფა, ხომ?! ერთ რამეს მინდა ხაზი გავუსვა, გადავხედე რამდენიმე ქვეყნის კანონებს და ჩვენი სხვებთან შედარებით ძალიან ლიბერალური გამოდის. ევროპაში ბევრად უფრო მკაცრი კანონები აქვთ რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისთვის, მით უმეტეს, თუ ამან არეულობა გამოიწვია. რელიგიური შეურაცხყოფის გამო გვახსოვს ტერორისტული აქტები. გამორიცხული არ არის, რომ ჩვენთანაც იგივე მოხდეს, მით უმეტეს, რომ ხშირად გაიძახიან ის ადამიანები, რომლებიც ამ კანონის მიღების წინააღმდეგი არიან.

 

ბოდიში და, ჩვენს მეფეებს უნამუსობაზე რომ ახატავს, თუ წმინდანებს?! ადამიანი თუ გინების გარეშე გამოხატავს გრძნობას, რომ მას არ სჯერა, არ სწამს - ეს არ არის შეურაცხყოფა. ეს მისი საქმეა სწამს, თუ არა. მაგრამ როცა იესოს შეურაცხყოფს, პატრიარქს აგინებს და შეურაცხყოფს, ეს შესაძლებელია ადამიანმა მოითმინოს?!“, - განაცხადა კვიციანმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner