აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, სურს ამერიკელი სამხედროები სირიიდან გამოიყვანოს.
„რაც შეეხება სირიას, მსურს გამოვიდე, მსურს დავაბრუნო ჩვენი შესანიშნავი მებრძოლები სახლში. ვნახოთ, რა მოხდება. ვნახოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია. ჩვენ გვსურს შინ დაბრუნება და ჩვენ დავბრუნდებით სახლში, მაგრამ გვინდა დავტოვოთ მტკიცე და უწყვეტი კვალი და ეს ჩვენი განხილვების მნიშვნელოვანი ნაწილია“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა ფრანგ კოლეგა ემანუელ მაკრონთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, სურს სახლში დაბრუნება, მაგრამ მას შემდეგ, რაც დაასრულებს იმას, რაც საჭიროა.