ჩემპიონთა ლიგის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში „ლივერპულმა“ იტალიური რომა გაანადგურა.
„ენფილდზე გამართული შეხვედრა მასპინძლების გამარჯვებით ანგარიშით 5:2 დასრულდა. „მერსისაიდელების" რიგებში დუბლი ეგვიპტელმა მუჰამედ სალაჰმა და ბრაზილიელმა ფირმინიომ შეასრულეს.
ერთი გოლიც სადიო მანეს ანგარიშზეა. რომაელებიდან თავი ედინ ჯეკომ და დიეგო პეროტიმ გამოიჩინეს. წყვილის განმეორებითი შეხვედრა 2 მაისს რომის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება. გათამაშების მეორე ნახევარფინალური შეხვედრა კი ხვალ მიუნხენში შედგება, სადაც „ბაიერნი" მადრიდის „რეალს" უმასპინძლებს