რუსეთის ქალაქ ვოლგოგრადის ახალი სტადიონი, რომელიც მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატისთვის აშენდა, გულშემატკივრებისთვის უსაფრთხო არ არის.
როგორც ადგილობრივი ჟურნალისტები წერენ, სატესტო მატჩის დროს, რომელიც კვირას გაიმართა, გულშემატკივრებმა სახურავზე, ბეტონის კონსტრუქციაზე უზარმაზარი ბზარი შენიშნეს.