ერევანში საპროტესტო აქცია განახლდა.
აქცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ კარენ კარაპეტიანსა და ნიკოლ ფაშინიანს შორის დაგეგმილი შეხვედრა ჩაიშალა.
ფაშინიანი აცხადებს, რომ ხელისუფლება ხალხმა უნდა აირჩიოს და იმ შემთხვევაში, თუ ვადამდელ არჩევნებს მმართველი პარტია ჩაატარებს, საარჩევნო უბნების პარალიზება მოხდება.
სომხეთის ოპოზიციის ლიდერის ნიკოლ ფაშინიანის შეხვედრა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ კარენ კარაპეტიანთან, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო, არ შედგება.