logo_geo
eng_logo
ირაკლი ღლონტი: რუსებმა დაიჯერეს პუტინის შეგონება, რომ მსოფლიოში ყველაზე განსაკუთრებულები არიან!
- +

23 თებერვალი. 2016. 11:22


„რუსეთუმეები აპელირებენ, რომ ევროპა ასოცირდება გეებთან, მე მინდა მათ ვუთხრა, რომ რუსეთი დღემდე ასოცირდება ინცესტთან!", - ამ განცხადებას პოლიტიკური გაერთიანება „რეფორმატორების" ლიდერი ირაკლი ღლონტი „TVპირველის" ეთერში, ინგა გრიგოლიას გადაცემაში აკეთებს.


 

„საბჭოთა რუსი განსხვავდება დღევანდელი რუსისგან, დღეს პუტინის მზაკვრულმა პოლიტიკამ რუსები აქცია რადიკალ ნაციონალისტებად, აგრესიულ მოქალაქეებად და დაიჯერეს პუტინის შეგონება, რომ მსოფლიოში ყველაზე განსაკუთრებული ხალხი არიან. სწორედ პუტინმა გაუღვივა რუსებს შოვინიზმი.

 

რუსეთი ეკუთვნის რუსებს, ეს არის რუსეთის მოსახლეობის უმრავლესობის იდეა და ყველა არარუსი რუსეთის ტერიტორიაზე შევიწროებულია, ქართულად საუბრის გამო კლავენ ქართველს, ჩეჩნურად საუბრის გამო ავტობუსში კლავენ ჩეჩენს, ქუჩაში მოკლეს ტაჯიკი დედა და 9 წლის გოგონა, რომელსაც 36 ჭრილობა ჰქონდა დანით მიყენებული, დამნაშავე დაიჭირეს ხულიგნობის ბრალდებით, აი, ეს არის დღევანდელი რუსეთი!

 

ყველაზე მდიდარი რუსები გარბიან რუსეთიდან, კაპიტალი გადააქვთ ამერიკაში და ევროპაში, ცოლ-შვილი გახიზნული ჰყავთ და ჩვენ გვინდა ამ ხალხთან საერთო ენის გამონახვა და თან სიმღერა-თამაშით?!

 

ესენინის შემოქმედების 60% აკრძალულია რუსეთში, რადგან ეს ადამიანი ამხელდა და ღიად უპირისპირდებოდა რუსულ მანკიერებას. მე-18 საუკუნის რუსმა იმპერატორმა პეტრე I-მა გამოსცა ბრძანება, რომლითაც იკრძალებოდა გაუპარსავი და დაუბანელი სიარული და რაც მთავარია, დასთან და დედასთან სექსი. ჩვენ მანამდე 6 საუკუნით ადრე ვქმნიდით „ვეფხისტყაოსანს".

 

საკუთარ თავს მივხედოთ და გადავიდეთ ილიას ანდერძის შესრულებაზე, თვითმოქმედების რეჟიმზე გადავერთოთ ყველანი, მეტი სიყვარულით!" - აცხადებს ირაკლი ღლონტი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner