logo_geo
eng_logo
ერევანში მომიტინგეებმა აეროპორტისკენ მიმავალი ავტომაგისტრალი გადაკეტეს
- +

25 აპრილი. 2018. 15:52

 

 

ერევანში მომიტინგეებმა აეროპორტისკენ მიმავალი ავტომაგისტრალი ავტომობილებით გადაკეტეს, რამაც მოძრაობის პარალიზება გამოიწვია. ასეულობით ავტომობილი აეროპორტში მისვლას ან იქიდან ქალაქში დაბრუნებას ვერ ახერხებს. ათობით ადამიანი ტოვებს საკუთარ ავტომობილებს და რეისზე დაგვიანების შიშით აეროპორტის მიმართულებით ფეხით გადაადგილდებიან.

 

„ეს სიტუაცია უხეშად არღვევს მოქალაქეების თავისუფალი გადაადგილების უფლებას და სერიოზულ პრობლემებს იწვევს. მოგიწოდებთ, გახსნათ ავტომაგისტრალი“, - მიმართა მომიტინგეებს პოლიციის წარმომადგენელმა, თუმცა მომიტინგეებმა მისი მოთხოვნა არ გაითვალისწინეს.

 

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით მომიტინგეთა ლიდერმა, დეპუტატმა ნიკოლ ფაშინიანმა საკუთარ მომხრეებს სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციების განახლებისკენ მოუწოდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner