ჟურნალისტი ქეთევან მელიქიძე „ტაბულას“ მთავარი რედაქტორის თამარ ჩერგოლეიშვილის მისამართით წერილს აქვეყნებს. გთავაზობთ ამონარიდს:
„რა სასაცილოა, რომ პანელზე, რომლის თემაც: „ავტორიტარული რეჟიმების აღზევება და ექსტრემისტული ნაციონალიზმის ზრდაა“, თქვენ მონაწილეობდით, ქართველი გმირი ქალის სახეს „თეატრალურად“ ამოფარებული... ყველაფერზე წამსვლელი ხართ, ძალაუფლების უკან დასაბრუნებლად!
მარტო ყოფილი მამა-მარჩენალის მიხეილ სააკაშვილის ლანძღვა რად ღირს, ისეთი სიტყვებითა და ეპითეტებით, ბაზრის კეკელას მეტი რომ არავინ იკადრებს! ერთი წამიც მაინც გიფიქრია, სად იქნებოდით შენ და გიგა, სააკაშვილი პრეზიდენტი რომ არ გამხდარიყო?!
მარო მაყაშვილი ეროვნული გმირია, მასზე კიდევ დიდხანს ილაპარაკებენ თაობები. თქვენც მიგიჩენენ იმ ადგილს, რაც დაიმსახურეთ, დრო ყველაფერს თავის ადგილზე აყენებს.
დრონი მეფობენ, კეკელ!“ - წერს მელიქიძე.
წერილის სრული ვერსია იხილეთ ლინკზე: http://reportiori.ge/inside.php?menuid=48&id=69398