logo_geo
eng_logo
მანანა თოქმაჯიშვილი: მედიას ვთხოვ, ყველა ასეთი მაგალითი გახადოს საჯარო
- +

25 აპრილი. 2018. 16:48

 

 

თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში კახა კალაძის ინიციატივას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, დედაქალაქის მერი მოსახლეობას ძველი ავტოფარეხების ადგილზე მწვანე სივრცეების მოწყობას სთავაზობს:

 

„საინტერესოა, ვინ იქნება მაგალითის მიმცემი სხვებისთვის, ვინ იტყვის უარს საკუთარ ავტოფარეხზე ქალაქის და მეზობლების სასარგებლოდ.

 

ძალიან მინდა მჯეროდეს, რომ ბევრია ასეთი... ისინი ჩვენი მეგობრები, მეზობლები, ჩვენს გვერდით მცხოვრები ადამიანები არიან.

 

მედიას ვთხოვ, ყველა ასეთი მაგალითი გახადოს საჯარო“, - წერს მანანა თოქმაჯიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner