logo_geo
eng_logo
საშა გველესიანი: მართალი კაცი სახეს არასდროს მალავს!
- +

25 აპრილი. 2018. 17:01

 

 

„ამ ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვან თანამდებობებზე აბსოლუტურად გაუგებარ პიროვნებებს ვხედავ, „ნინიას ბაღივით“ არის თითქოს, ვისაც უნდა, როგორც უნდა, წამოაყენებენ კანდიდატად... უკან-უკან რომ მიდის საქმე, ყველანი ვხედავთ... ეს ერთ-ერთი ფაქტია, რაც ბატონ ვასილს დაემართა, თორემ ბევრი გამოჩნდება კიდევ ასეთი. ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ და სურვილი აქვთ, რამე შექმნან, ასე იცილებენ თავიდან“, - ამის შესახებ პოეტმა საშა გველესიანმა სტუდია „თრიალეთის“ ეთერში განაცხადა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერის ლევან კუპრეიშვილის მიერ პოეტ ვასილ ბესელიას სამსახურიდან გათავისუფლებას გამოეხმაურა.

 

„ვინც ვასილ ბესელიას იცნობს, იცის, რომ მისი ლექსი მარტო ლექსი არ არის, ეს არის უდიდესი სიტყვა, რომელსაც ვასილ ბესელია ამბობს ქართულ პოეზიაში.

 

ვასილის გათავისუფლების შემდეგ სენაკის მერმა თავის თანაშემწეებს გააკეთებინა ყალბი facebook-გვერდები და დაიწყო ცილისწამების ნიაღვარი. თუ მართალი ხარ, სახეს რატომ არ აჩენ? ამ მოქმედებით უკვე მივხვდი, რომ ისინი მართლები არ იყვნენ, რადგან მართალი კაცი სახეს არასდროს მალავს!“ - განაცხადა საშა გველესიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner