logo_geo
eng_logo
მსჯავრდებულს დაწესებულების დროებით დატოვების პერიოდი სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვლება
- +

25 აპრილი. 2018. 18:19

 

 

მსჯავრდებულს თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დროებით დატოვების პერიოდი სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვლება.

 

შესაბამისი ცვლილებები „პატიმრობის კოდექსში“ შედის, რომლის ინიცირებაც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე იგეგმება. ცვლილებების ინიციატორი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი პაატა მხეიძეა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

 

„მსჯავრდებულს შეუძლია დაწესებულება შემდეგი პირობით და ვადით დატოვოს: გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ სწავლის ან მუშაობის შემთხვევაში, ასევე დასვენების და უქმე დღეებში; დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, ერთი კვირის განმავლობაში არაუმეტეს სამი დღე-ღამისა. გარდა ამის, ქალ მსჯავრდებულს, რომლის 3 წელს მიღწეულმა შვილმა ქალთა სპეციალური დაწესებულება დატოვა, უფლება აქვს, პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორის გადაწყვეტილებით, შვილთან ურთიერთობის მიზნით, ბავშვის მიერ დაწესებულების დატოვებიდან ერთი წლის განმავლობაში, დასვენების და უქმე დღეებში დაწესებულება დროებით დატოვოს.  აღნიშნული ცვლილებების მიღებისას მითითება გათვალისწინებული არ იყო, რომ მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების დატოვების პერიოდი მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის საერთო ვადაში ჩაეთვალოს“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner