logo_geo
eng_logo
საშა გველესიანი: აზრზე მოსვლაა საჭირო!
- +

25 აპრილი. 2018. 19:31

 

 

„ქვეყნის ჭირი მაშინ კი არ უნდა იგრძნო ადამიანმა, შენს მათლაფაში დინგს რომ ჩაგიკრავს ვინმე! შენს მეზობელს, მეგობარს, მოყვარესა და მოკეთეს რომ უჭირს, თუ გაჩუმდები, ის გაჭირვება შენთანაც მოვა!“, - ამის შესახებ პოეტმა საშა გველესიანმა სტუდია „თრიალეთის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.

 

გველესიანი სენაკის მერის ლევან კუპრეიშვილის მიერ პოეტ ვასილ ბესელიას თანამდებობიდან გათავისუფლებას გამოეხმაურა.

 

„აზრზე მოსვლაა საჭირო! ძალიან რთული ცხოვრება მოვიდა, მაგრამ თუ ჩვენ ერთმანეთს არ გავატანინეთ, თუ ერთმანეთის გვერდით არ ვიქნებით, ასე ცალ-ცალკე ძალიან ადვილი მოსაშთობები ვართ ხალხო! დღეს ვასილ ბესელია, ხვალ საშა გველესიანი, ზედ სხვა და საბოლოო ჯამში, ყველა სკამზე დაჯდება ისეთი კაცი, ვისაც თავის აფრაკი ჭკუის ჰგონია ეს ქვეყანა. აქ ვასილ ბესელიას პოეზიაზე კი არ არის საუბარი, საუბარია იმაზე, რა გააკეთა ბატონმა ვასილმა იმ სფეროში!“ - განაცხადა საშა გველესიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner