საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„აფხაზეთიდან გადმოსვენებული 2️2️ ნეშტი იდენტიფიცირებულია. 18 სამხედრო და 4 სამოქალაქო პირია...
ძმებო და დებო მივიდეთ-მამულიშვილთ, პატივი მივაგოთ!
პანაშვიდი სამებაში:
25 აპრილი-19:00 სთ-დან
26 აპრილი-12:00 სთ-დან
დაკრძალვა:
26 აპრილი-15:00 სთ-ზე, ვაშლიჯვრის ძმათა სასაფლაოზე (სამხედრო წესით)“ - წერს ჩრდილელი.