თბილისში, ზაჰესში ნაღმზე მამაკაცი აფეთქდა. ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2" ავრცელებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც მამაკაცი საკუთარ ნაკვეთს ამუშავებდა, რომელიც ყოფილი სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე მდებარეობს.
შსს-ს ცნობით, მამაკაცი ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
უწყების ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის" 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.