ანალიტიკოსი, ტელეწამყვანი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ვაჰ... ყოჩაღ, მერია. თემა, რომელზეც რამდენი წელია ვლაპარაკობ და პირველად კალაძე ალაპარაკდა, ძალიან მომწონს ეს ამბავი.
მერიის განცხადებით, მგზავრთნაკადების შესწავლის შედეგად განისაზღრება დღის განმავლობაში მოქალაქეთა ფეხით და საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილების მარშრუტები, მანძილები, ინტენსივობა და მოთხოვნები.
აღნიშნული ინფორმაციის ანალიზის შედეგად თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლებული მარშრუტები შემუშავდება“, - წერს გამზარდია.