logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: თქვენ ჯოჯოხეთის ბილეთებს გაინაღდებთ ჩარტერული რეისით!
- +

25 აპრილი. 2018. 22:39

 

 

„უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე „TVპირველის” ეთერში მომხდარი დაპირისპირების შესახებ კიდევ ერთ განმარტებას აკეთებს.

 

„ნამდვილად არ მეგონა, თუკი ის უხამსი კითხვა, რომელიც შავკანიანმა სტუმარმა დასვა ვახო სანაიას გადაცემაში ქრისტესთან დაკავშირებით, გახდებოდა ასეთი მასხარაობის და ზოგიერთი ვითომ სერიოზული მედიის განსჯის საგანი. ზოგმა ისიც დაწერა, ჩამჭრელი კითხვა დაუსვეს მჟავანაძეს და მან პასუხი ვერ გასცაო. რაც ამ ბატონს ვუთხარი სტუდიაში, იმას ვიტყვი ახლაც – ,,ეს რა კითხვაა საერთოდ”? ღმერთი ნათელია და უხილავი და სახარებაშიც ასე წერია. საკითხის ასე დასმა კი მკრეხელობაა, ამიტომ არ შევედი დიკუსიაში ამ სისულელეზე.

 

ქართული მედია რომ ავადაა, აქედანაც ჩანს. გააგრძელეთ გაბუნიას, ნინია კაკაბაძის გზა უფალთან დაკავშირებით და ჯოჯოხეთის ბილეთებს გაინაღდებთ ჩარტერული რეისით.

 

გაიგეთ ეხლა თუ ვერა, სოდომისტებო? თუ კიდევ უნდა გავაკეთო კომენტარი ზოგიერთის უხამსობაზე?!“ - წერს მჟავანაძე.

 

როცა სტუდიაში მიწვეულმა უცხოელმა (შავკანიანმა) მას ასეთი კითხვა დაუსვა: „ღმერთი რა ფერია, შავი თუ თეთრი”?

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner