ამერიკული Global Benefits Group-ის წარმომადგენელი სადაზღვევო კომპანია Global Benefits Georgia-ს ხელმძღვანელი ნინო კობახიძე სოციალურ ქსელში წერს:
„500 სტუდენტი მსოფლიოში საუკეთესო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, უკან ქვეყანაში დაბრუნებული და 500 ბავშვი ონკოლოგიურ პრობლემას ხელიდან გამოგლეჯილი. ესააა მთავარი და ესაა შედეგი, რასაც ეხები და ხარ ამაყი რომ მონაწილეობა მიგიღია და შეგიქმნია.
მადლობა ირაკლი ღარიბაშვილი და სოლიდარობის ფონდი...“, - წერს კობახიძე.