logo_geo
eng_logo
გიგლა ბარამიძე: სომხეთში არცერთი პოლიტიკური ძალა არ აყენებს რუსეთთან ზურგის შექცევის საკითხს
- +

26 აპრილი. 2018. 01:21

 

 

„სომხეთის რუსეთთან ურთიერთობას რაც შეეხება, არცერთი პოლიტიკური ძალა არ აყენებს რუსეთთან ზურგის შექცევას და ვერ დააყენებს. ეს მოხდება 2 მიზეზი გამო, არის თურქეთისა და ყარაბაღის საკითხები. ნუ დაგავიწყდება, რომ რუსეთის ყველაზე ძლიერი ბაზები ამეირკავკასიაში სომხეთში დგას“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა ელჩმა სომხეთში, „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა გიგლა ბარამიძემ „TVპირველის" ეთერში განაცხადა.

 

„გასათვალისწინებელია შემდეგი ფაქტორი:

 

  1. რა რაოდენობის ხალხს გამოიყვანენ.

 

  1. ბიზნესისა და კლანების ფაქტორი. ბიზნესის 80% რუსეთში აქვთ. ნაწილობრივ ევროპასა და ამერიკაშიც.

 

  1. დიასპორის საკითხი. მათ აქვთ უძლიერესი დიასპორა აშშ-ში, ასევე საფრანგეთსა და აღმოსავლეთის ქვეყნებში.

 

  1. უმთავრესი საკითხი, ეს არის ეკლესიის საკითხი. როდესაც ეს პრობლემატიკა ჩაერთვება ამ საკითხებში, მერე შეიძლება ვიმსჯელოთ მიმართულებაზე, მაგრამ ის, რომ დღევანდელი ქართული მედიის ნაწილი არასწორად აყენებს საკითხს, რომ აი რუსეთს აქციეს ზურგი და ა. შ. სასაცილოა. არა იმიტომ რომ მე ეს მადარდებს, ჩემთვის მთავარია სომხეთში სიწყნარე იყოს და ჩვენ გვქონდეს კარგი ურთიერთობა. არამედ იმიტომ, რომ საკითხის ასე დასმა არაპროფესიონალურია. პაშინიანი რუსეთთან ურთიერთობის პირდაპირი მომხრეა.

 

თუკი გავითვალისწინებთ პროცესებში ახალგაზრდობისა და მეცნიერმუშაკების ჩართულობას, შეიძლება ვივარაუდოთ რომ პროცესები შედარებით უმტკივნეულოდ წავა. სხვათა შორის სერჟ სარგსიანს კარგად ვიცნობ. მისი სხვადასხვა თანამდებობაზე ყოფნის პერიოდის ნაწილისას ელჩი ვიყავი სომხეთში და ვიცი მისი დამოკიდებულებები, ზოგში ვეთანხმები, ზოგში - არა. მაგრამ, ის, რომ სისხლის დამღვრელი კაცი არაა ესეც ვიცი, თუმცა შეიძლება ყველაფერი მოხდეს", - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner