logo_geo
eng_logo
შსს-ში ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე დაგეგმილ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა
- +

26 აპრილი. 2018. 10:21

 

 

ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე დაგეგმილ საკანონმდებლო ინიციატივებთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი სახელმწიფო უწყებების, სახალხო დამცველის აპარატის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა.

 

ნათია მეზვრიშვილმა დამსწრე საზოგადოებას დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით სამინისტროს ხედვები გააცნო. შეხვედრის მონაწილეებს შორის შემაკავებელი და დამცავი ორდერების მოთხოვნათა დარღვევაზე კანონმდებლობის გამკაცრების, ოჯახური დანაშაულისთვის ნასამართლობის დამამძიმებელ გარემოებად მიჩნევის, გენდერული ნიშნით მკვლელობის და მსხვერპლის მიერ ჩვენების შეცვლის თავიდან ასაცილებლად საკანონმდებლო რეგულაციების თემებზე დისკუსია გაიმართა.

 

ღონისძიების მონაწილეებმა განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები და რეკომენდაციები გამოთქვეს.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივებს მთავრობას უახლოეს დღეებში წარუდგენს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner