ავტორი მერაბ ხაჩიძე
ერთხელაც ვიტყვი ბნელების, შტერების და ტვინდახშულების გასაგონად!
1990 წელს საქართველოში 450 ათასზე მეტი კომპარტიის წევრი იყო!
ზვიად გამსახურდიამ არჩევნებში მთლიანი ხმების 80 პროცენტზე მეტი მიიღო!
450 ათასი რომ სულ ცოტა, სამზე (დედა, მამა, ცოლი, შვილი...) გაამრავლო, მილიონ სამას ორმოცდაათი ათასია!
ეს კი მაშინდელ, მთლიან ელექტორატზე ცოტათი ნაკლებია!
ე. ი. ზვიდ გამსახურდიას და „მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველოს“ ძირითადი ამომრჩევლები კომპარტიის წევრები და მათი ოჯახის წევრები იყვნენ!
ამ ადამიანებმა მაშინ, საკუთარი ოჯახის წევრებთან ერთად, საკუთარი გულის, სინდისის, ქართველობის და კაცობის კარნახით, თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს მისცეს ხმა!
ამის მიხვედრას მეხუთე კლასის არითმეტიკის სამიანზე ცოდნა და პატარაზე ტვინის (თუ გაქვს) განძრევაც ყოფნის!
ამიტომ, ვიღაცებმა ენაც დააყენეთ და ტ@@@იც!
P.S. ძალიან მარტივი კითხვა კი მავიწყდებოდა.
საქართველოს კომპარტიის მაშინდელ ლიდერებს რომ მოენდომებინათ, სად და რომელ მხარეს წავიდოდა ის მილიონ-ნახევრამდე ამომრჩევლის ხმები, ესეც მე გითხრათ თუ თავადვე მიხვდებით?!