logo_geo
eng_logo
პროკურატურა ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე ბრალდებულებისთვის პატიმრობას ითხოვს
- +

26 აპრილი. 2018. 11:53

 

 

გურჯაანის რაიონულმა პროკურატურამ სასამართლო განჩინების საფუძველზე,  ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე დაკავებულებს დ.ა.-ს და შ.ე.-ს  წარუდგინა ბრალდება  საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტით.

 

„გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის 16 აპრილს, ქ. გურჯაანში, შპს ,,ვეგას“ სლოტ კლუბის შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დ.ა.-მ და შ.ე.-მ სლოტ კლუბში მომხდარი  შელაპარაკებისას, სახის და თავის არეში მუშტის მრავალჯერადი დარტყმით, სიცოცხლისთვის სახიფათო, ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიაყენეს ვ.მ.-ს, რომელიც ამჟამად იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში კომატოზურ მდგომარეობაში.

 

პროკურატურამ ბრალდებულებისთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად   თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან ათ წლამდე ვადით ითვალისწინებს“, - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner