„საკუთარი ინიციატივით ასე შევცვალეთ ერთი ავტოსადგომი...“ - წერს სოციალურ ქსელში გელა კურტანიძე და შემდეგი სახის პოსტსა და ფოტოებს ავრცელებს:
„კარგი იქნება, თუ თბილისელები ანალოგიურად მოიქცევიან: გიყვარს ქალაქი - დათმე გარაჟი.
წარმოიდგინეთ, რამდენი ადგილი გათავისუფლდება - გამწვანდება, კეთილმოეწყობა და გალამაზდება ჩვენი თბილისი“, - წერს გელა კურტანიძე.
შეგახსენებთ, თბილისის მერი კახა კალაძე ინიციატივით გამოდის, ქალაქში არსებული ავტოფარეხები აიღონ და მათ ნაცვლად ბაღები, სკვერები და სპორტული მოედნები გაშენდეს.