logo_geo
eng_logo
“ამ კოლექციის სანახავად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან”
- +

30 აპრილი. 2016. 20:48

თეატრის, კინოს, მუსიკისა და ქორეოგრაფიის (ხელოვნების) მუზეუმი საქართველოში პირველად ერთ-ერთი მდიდარ კერძო კოლექციის გამოფენას მასპინძლობს. გამოფენა 7 აპრილს გაიხსნა და ერთ თვეს გასტანს.

საგამოფენო დარბაზში უამრავ ისეთ ნიმუშს ნახავთ, რომელთა პატრონობას ლუვრი, ლონდონისა და სხვა ცნობილი მუზეუმები ისურვებდნენ. საგანგებოდ ამ კოლექციის სანახავად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან კერძო კოლექციონერები და ხელოვნებათმცოდნეები.

ნამუშევრებს შორის XIX საუკუნეში მცხოვრებ ქართველ მხატვრს, მარიამ ამილახვარს, 
პეიზაჟია.მხატვარი ცნობილი ძმების, ივანე და მიხეილ ამილახვრების და იყო. ის მოხსენიებულია რუს მხატვართა კატალოგებშიც. მისი ერთ-ერთი ნამუშევარი დადიანების სასახლეშიც ინახება. ორივე ტილოზე მარიამის თემა ცხენია. ის ტოლს არ უდებდა მაშინდელ ცნობილ რუს და ევროპელ მხატვრებს და მიუხედავად ამისა, მისი ბიოგრაფიიდან ბევრი რამ უცნობია. ვიმედოვნებ, ამ გამოფენის წყალობით გამოჩნდება ვინმე, ვინც მარიამის შესახებ გვიამბობს, ან რაღაც კვალზე დაგვაყენებს. გამოფენის მოწყობის ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო“,
- ამბობს მუზეუმის დირექტორი გიორგი კალანდია.

.

გამოფენაზე 250 ნიმუშია წარმოდგენილი, მათ შორის არის ბაგრატიონების, დადიანების, ორბელიანების, ამილახვართა გერბებითა და დამღებით შემკული, სპეციალურად მათთვის დამზადებული ნივთები. აქ არის რუსეთის იმპერატორების და ინგლისელი უინძორების კოლექციები, ცნობილ რუს და ევროპელ ფერმწერთა დიდებული ნამუშევრები, ფაბერჟეს უნიკალური ნივთები. 



ლელა ჭიჭინაძე, ხელოვნებათმცოდნე: 
გამოფენაზე წარმოდგენილი კვერცხები ნამდვილად ფაბერჟესია, თუმცა ზუსტად არ ვიცით, ვინ დაამზადა, პირადად მან თუ მისმა ოსტატებმა. ის ორ ერთნაირ ნივთს არ ამზადებდა. ამიტომაც არის თითოეული ნივთი უნიკალური. ორი წლის წინ საქართველოში სტუმრად მყოფმა პეტერ-კარლ ფაბერჟეს უკანასკნელმა შთამომავალმა ტატიანა ფაბერჟემ თქვა, თქვენს ქვეყანაში, კერძო კოლექციებში ფაბერჟეს ბევრი ნივთი ინახებაო. ეს კოლექციაც ამის დასტურია. კოლექციაში დაცულია იმპერატორ ნიკოლოზის ბრილიანტის თვლებით მოოჭვილი პორტსიგარი, რომელიც ხელოვნების შედევრია. ლაზიშვილის კოლექციაში მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პატარა წიგნიც ინახება, რომელიც 1896 წელს დაბეჭდილა­ და მასში განთავსებულია იმპერატორ ნიკოლოზ II-ის ოჯახის წევრების ფოტოალბომი. დავით ლაზიშვილი, რომელიც 35 წელია კოლექციონერია, ზოგიერთ ნივთს ფასდაუდებლად მიიჩნევს“.


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner