logo_geo
eng_logo
საჩხერეში, XVIII საუკუნის ციხე „მოდინახეს“ რეაბილიტაცია დაიწყო
- +

26 აპრილი. 2018. 13:02

 

 

საჩხერეში მდებარე, XVIII საუკუნის ციხის „მოდინახეს“ რეაბილიტაცია დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საჩხერის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ამ დროისთვის მისასვლელი გზის გაწმენდა დასრულებულია. მიმდინარეობს რეაბილიტაციის წინა სამუშაოები.

 

ციხე „მოდინახეს“ აღდგენას საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ აფინანსებს.

 

ციხე „მოდინახე“ აშენებულია XVIII საუკუნის 30-იან წლებში პაპუნა წერეთლის მიერ. გადმოცემის თანახმად, სასიმამროს პაპუნასთვის უარი უთქვამს ქალიშვილის გატანებაზე, მიზეზად კი ის დაუსახელებია, რომ მას ციხე არ ჰქონდა. ამის შემდეგ პაპუნა წერეთელს ციხე აუშენებია და სასიმამროსთვის შეუთვლია „მოდი, ნახეო“.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner