logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: ის არავის გახსენებია, გარდა ივანიშვილისა
- +

26 აპრილი. 2018. 13:05

 

 

 

რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ „ტვ პირველის“ ეთერში საზოგადოებას და ჟურნალისტებს გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელი ვანო გოლოშვილი შეახსენა.

 

„მაჩალიკაშვილის გვარი ყველამ იცის და სპეცოპერაციის დროს დაღუპული სპეცრაზმელის გვარი არავინ. ის ბიჭიც დაიღუპა, მასაც ოჯახი ჰყავს, დაიღუპა მაშინ, როცა სამშობლოს იცავდა. ყველამ კარგად ვიცით, რომ იქ მსოფლიო მასშტაბის ტერორისტები იყვნენ, ტერორისტებთან ბრძოლაში დაიღუპა კაცი, ეს ძალიან მნიშნელოვანი ფრაგმენტია. მისი გვარი ავიწყდება პრესას და საზოგადოებას. მისი ოჯახის უფლებებიც დაიცვას საზოგადოებამ. ის არავის გახსენებია, გარდა ივანიშვილისა. მხოლოდ მან გაუწია დახმარება გარდაცვლილის ოჯახს“, – განაცხადა „დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში“ გოგა ხაინდრავამ.

 

შეგახსენებთ, რომ თბილისში გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სუს-ის ერთი თანამშრომელი ვანო გოლოშვილი დაიღუპა. დაიჭრა სპეცსამსახურის ორი და შსს-ს ორი თანამშრომელი. სპეცოპერაციის დროს არ დაშავებულა არც ერთი მშვიდობიანი მოქალაქე.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner