ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს:
„ოდესის ყოფილმა გუბერნატორმა კიდო გარეკა, ოღონდ Facebook-ის საკუთარ გვერდზე. საქმე რომ არაფერი აქვს და ერთ ადგილას მახათს ირჭობს, ბიძინა ივანიშვილს სტაფილოს წვენის სმას ურჩევს მანამ, სანამ თავად „ჩამობრძანდება“ თბილისში:
„ივანიშვილის სააგენტო ისტერიულად ავრცელებს, რომ მე სომხეთში ვაპირებ ჩასვლას. გული უსკდება ოლიგარქს და ასეთი გზით ცდილობს ჩემი გადაადგილების მარშრუტის გაგებას. და ისე, თბილისში ერევნის გავლით ჩასვლა რა საჭიროა? სანამ დროა, სტაფილოს წვენი სვი, ბიძინა, აუცილებლად ჩამოგაკითხავ და ძალიან მალე“.
არა, რააა… კარგი მასწავლებელი ჰყავდა ამ ოხერს იუმორში – ედუარდ შევარდნაძე. ისიც იტყოდა ხოლმე ისეთ რამეს, სულ რომ არაფერი, შეიძლება დაგეჯერებინა კიდეც. თუმცა ამან უფრო დახვეწა თავისი ფსიქიკური მოვლენები – გეგონება, სიმართლეს ლაპარაკობსო. ისე, აშკარად ჩანს, რომ არჩევნების პერიოდში მოუჭერს ხოლმე თავში და ეწყება მუქარის გრძნობების გააქტიურება, ხან გვირაბით მოდის, ხან პარაშუტით ასკდება სატელევიზიო ანძას, ხან კიდევ „ჩერეზ“ სარფი მოსინჯავს ხოლმე გონებრივ შესაძლებლობებს. ახლა „ჩერეზ“ ერევანიო… თუმცა არაო, ამ ინფორმაციას ტყუილად მივრცელებენ, ივანიშვილი ჩემი მარშრუტის დადგენას ცდილობსო. რა დადგენა უნდა შენს მარშრუტს, ბატონო მიხავ, განა არ ვიცით, რომ ამსტერდამში იმყოფები სიდედრის კალთის ქვეშ და პერიოდულად გამოიჭყიტები ხოლმე? არ ხარ შენ ის კაცი, თბილისში რომ ჩამოხვალ და ციხეში ჩაჯდები, ნუ აბოლებ შენს ისედაც ჭკუანაღრძობ სამიოდე ფანს, დაანებე თავი, თავიანთი გაჭირვებაც ეყოფათ!
ხოხ, ჩამოაკითხავ, თორემ სტაფილოს წვენი არავის დაულიო, რააა!
სტაფილოს წვენიო… მაიცა და… შენც დაიწყე სტაფილოს წვენის სმა? აბა, რა გისხია მაგ ჭიქაში, რას ყლურწავ დილა-საღამოს?!“ - წერს ზედელაშვილი.