საინფორმაციო სააგენტო Sazogadoeba Ge-ს ხელმძღვანელი, ჟურნალისტი თეა მაჭარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„მოკლედ, გამომეპარა და ვინმემ, იქნებ, ამიხსნას, როდის გახდა ჩვენი, ანუ ჟურნალისტების მთავარი დანიშნულება/ფუნქცია/მოვალეობა რესპონდენტის ლანძღვა, მისთვის ჭკუის სწავლება, თითის ქნევა, ფეხების ბაკუნი და ა.შ.? როდიდან ვთვლით, რომ დემოკრატია ჩვენი აზრის დაფიქსირებაა მხოლოდ და განსხვავებული აზრი მაშინაა პატივსაცემი, თუ ის ჩვენს აზრთან მოდის თანხვედრაში (ანუ სხვებისგან არის განსხვავებული) და კიდევ, კოლეგების (ანუ სხვა არხის, პრესის, ინტერნეტსააგენტოს ჟურნალისტის) კრიტიკა რატომაა დღეს მედიაბაზარზე თვითდამკვიდრების საშუალება, იქნებ, ამაშიც განმანათლონ ჩემზე განათლებულ-შეგნებული საზოგადოების რიგითმა წევრებმა? კოლეგიალობის პრობლემა რომ მწვავედ დგას დღეს ამ ჩვენს დემოკრატიულ მედიასივრცეში, ამ პრობლემას რეალურად თუ გრძნობს ვინმე? უბრალოდ, მაინტერესებს, მეტი არაფერი... და კიდევ, სერიოზულად ვფიქრობ, ავყვე ამ თანამედროვე მედიატრენდს თუ გავაგრძელო ყველანაირი ეთიკის ნორმების დაცვით, ანუ რესპონდენტების შეურაცხყოფის გარეშე მოღვაწეობა?“ - წერს მაჭარაშვილი.