logo_geo
eng_logo
დედაქალაქის იერსახეზე ზრუნვასთან დაკავშირებით კომპანიებზე მკაცრი კონტროლი განხორციელდება
- +

23 თებერვალი. 2016. 11:38


თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ქალაქის იერსახეზე ზრუნვასთან დაკავშირებით შეხვედრა „თელასის", „ყაზტრანსგაზის", „აუთდორ.ჯის",  „ალმა+"-ის, „კავკასუს ონლაინისა" და „სილქნეტის" წარმომადგენლებთან  გამართა.


დავით ნარმანიამ შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას მათი საინჟინრო ნაგებობის, განათების ბოძების, საკომუნიკაციო ქსელებისა და სხვადასხვა ინფრასტრუქტურის ვიზუალურად მოწესრიგებისკენ მოუწოდა.


დღევანდელ შეხვედრაზე წარმოდგენილი კომპანიების წევრებს განსახორციელებელი სამუშაოების შესახებ გეგმა-გრაფიკის წარმოსადგენად 1-კვირიანი ვადა მიეცათ, რის შემდეგაც დაგეგმილი სამუშოების შესრულების მონიტორინგს თბილისის მერია განახორციელებს.


„ძირითადი სამუშოები მათი მხრიდან შესაბამისი გეგმა-გრაფიკის მიხედვით, გაზაფხული-ზაფხულის პერიოდში იქნება წარმოებული, ხოლო სამუშოების შესრულებასა და ქალაქის იერსახეზე ზედამხედველობის სამსახურის მიერ, ძალიან მკაცრი კონტროლი განხორციელდება. ამასთან დაკავშირებით სათანადო მითითებები და დავალება ჩემი მხრიდან ზედამხედველობის სამსახურს მიეცა, რათა აქტიურად ვიმუშაოთ  და  მაქსიმალურად ხარისხიანად და დროულად შესრულდეს ის სამუშაოები, რაც ქალაქში სხვადასხვა ნაგებობების ვიზუალურ მოწესრიგებას გულისხმობს",- განაცხადა თბილისის მერმა  დავით ნარმანიამ.


შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ რაიონის გამგებლები, რომლებმაც კომპანიების წარმომადგენლებს არსებული პრობლემების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია და მათი მოგვარებისკენ  მოუწოდეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner