მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„ოდისევსი დაბრუნდა, პენელოპეს საქმრონი შიშისგან ძრწიან!!! ყველა, უკლებლივ...“ -წერს ნაცვლიშვილი.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
„დიდია ჩვენი გუნდისთვის მისი დამაარსებლის, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი, ამიტომ მე შევთავაზე მას, რომ სათავეში ჩაუდგეს პარტიას და მოხარული ვარ, რომ თანხმობა განაცხადა", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.
ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკური საქმიანობა 2011 წელს დაიწყო, რაც 2012 წელს მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების შეცვლით დამთავრდა. 2013 წელს ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა.