არასამთვრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ცენტრის“ ლიდერი გიორგი ჩიქოვანი საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ეხმიანება და სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ქვეყნის პოლიტიკურ სამყაროში დღეს განვითარებული მოვლენები სასიკეთოდ აისახება საქართველოს მომავალზე. რა თქმა უნდა, ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბატონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ასპარეზზე დაბრუნება მისასალმებელი და დროული არის. მისი პოლიტიკაში დაბრუნება გააძლიერებს როგორც სახელწიფოს, ასევე მმართველ პარტიას და პარტია როგორც სტრუქტურა ბევრად უფრო მტკიცე და მოქნილი გახდება. მისი დაბრუნება დადებით გავლენას მოახდენს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაზე და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები ბევრად უფრო სტაბილური გახდება, რაც ცალსახად უნდა აისახოს ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე.
აღნიშნული ფაქტი ასევე ერთხელ და სამუდამოდ დაუსვამს წერტილს საუბრებს ქვეყნის არაფორმალური მმართველის შესახებ, რითაც მუდამ აპელირებდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები. დღეს განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებიდან დისტანცირებული იყო. ისევე, როგორც მთლიანად საზოგადოებას, მეც მაქვს მოლოდინი, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაციის გაჯანსაღების და მმართველი პარტიის გაძლიერების შეუქცევადი პროცესი დაიწყება“, - წერს ჩიქოვანი.