logo_geo
eng_logo
ზაზა გაბუნია: ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოსვლის მიზეზი, მართველი პარტიის გაძლიერებაა!
- +

26 აპრილი. 2018. 21:05

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაზა გაბუნიამ ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებასთან დაკავშირებით ისაუბრა.

 

,,ბიძინა ივანიშვილს აქვს სრული მორალური უფლება არა თუ დაბრუნდეს, არამედ შექმნას დამატებითი  წინაპირობები და გარანტიები ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის. მისი პოლიტიკაში შემოსვლის მიზეზია, რომ მეტი ენერგიით გაძლიერდეს მართველი პარტიის მშენებლობა. შესაბამისად, კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთოს ის პოლიტიკა, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი საზოგადოებისთვის,’’- განაცხადა ზაზა გაბუნიამ.

 

 

„ქართული ოცნების“ ოფისში დღეს გამართული შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ პარტიას ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.

 

 

„ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთ ურთულეს დროს ჩამოაყალიბა პარტია, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა სახელმწიფოს განვითარებაში. ყველასთვის ნათელია, რამდენად დიდია ჩვენი გუნდისთვის ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი. მინდა გითხრათ, რომ ჩემი და გუნდის სახელით მე შევთავაზე ბიძინა ივანიშვილს, სათავეში ჩაუდგეს პარტიას და მოხარული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner