logo_geo
eng_logo
ქუჩის რეპორტაჟი: თქვენ რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი იყოთ...
- +

30 აპრილი. 2016. 22:05

თქვენ რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომ იყოთ, 9-წლიანი მმართველობის გამო, ბოდიშს მოუხდიდით საზოგადოებას, თუ თავს უშეცდომოდ ჩათვლიდით და იმავე ქმედებებს განახორციელებდით, - ამ კითხვით მიმართა „რეპორტიორმა“ საზოგადოებას.

 

 

 

 

გიორგი ბიძიშვილი , ადვოკატი: ვერ წარმომიდგენია თავი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრად...

 

 

 

 

ირაკლი ჟღენტი, ეკონომისტი:  მარტო ბოდიში არ შველის მათ მოღვაწეობას.

 

 

 

ივანე მჟავია, ბიოლოგი: რასაკვირველია, ბოდიშს მოვიხდიდი საზოგადოების წინაშე, ორი აზრი არ არსებობს.

 

 

 

მანანა არეშიძე, ლაბორანტი: აუცილებლად მოვიხდიდი ბოდიშს და შემრცხვებოდა კიდეც...

 

 

 

იოსებ ზურაბიშვილი, სამხედრო : არ ჩავიდენდი ისეთ ქმედებას, რომ საბოდიშოდ მქონოდა საქმე...

 

 

 

 

სოსო ბურდული, იურისტი: ალბათ ბოდიშს მოვუხდიდი რაღაც-რაღაც ქმედებაზე, რაც არასწორი იყო. ხოლო ხალხს რაც არ აწყობდა, იმაში ღმერთმა ხელი მოუმართოს იმათაც და ამათაც და ვინც მოვა იმათაც...

 

 

 

გულადი საღინაძე, პენსიონერი: ბოდიშის მოხდა კი არა, უფრო მეტი მართებთ საზოგადოების მიმართ...

 

 

 

 

ზაურ ბერიშვილი, გამომგონებელი: მე არასდროს არ ვყოფილვარ, არც ვარ და არც ვიქნები „ნაციონალური მოძრაობის“   წევრი.

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner