ავტორი ანა ნონიკაშვილი
თქვენ რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომ იყოთ, 9-წლიანი მმართველობის გამო, ბოდიშს მოუხდიდით საზოგადოებას, თუ თავს უშეცდომოდ ჩათვლიდით და იმავე ქმედებებს განახორციელებდით, - ამ კითხვით მიმართა „რეპორტიორმა“ საზოგადოებას.
გიორგი ბიძიშვილი , ადვოკატი: ვერ წარმომიდგენია თავი, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრად...
ირაკლი ჟღენტი, ეკონომისტი: მარტო ბოდიში არ შველის მათ მოღვაწეობას.
ივანე მჟავია, ბიოლოგი: რასაკვირველია, ბოდიშს მოვიხდიდი საზოგადოების წინაშე, ორი აზრი არ არსებობს.
მანანა არეშიძე, ლაბორანტი: აუცილებლად მოვიხდიდი ბოდიშს და შემრცხვებოდა კიდეც...
იოსებ ზურაბიშვილი, სამხედრო : არ ჩავიდენდი ისეთ ქმედებას, რომ საბოდიშოდ მქონოდა საქმე...
სოსო ბურდული, იურისტი: ალბათ ბოდიშს მოვუხდიდი რაღაც-რაღაც ქმედებაზე, რაც არასწორი იყო. ხოლო ხალხს რაც არ აწყობდა, იმაში ღმერთმა ხელი მოუმართოს იმათაც და ამათაც და ვინც მოვა იმათაც...
გულადი საღინაძე, პენსიონერი: ბოდიშის მოხდა კი არა, უფრო მეტი მართებთ საზოგადოების მიმართ...
ზაურ ბერიშვილი, გამომგონებელი: მე არასდროს არ ვყოფილვარ, არც ვარ და არც ვიქნები „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი.