logo_geo
eng_logo
გიორგი ვოლსკი: წინასაარჩევნო პარტიად გადავიქეცით!
- +

26 აპრილი. 2018. 22:12

 

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი აცხადებს, რომ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება „ქართულ ოცნებაში“ ბოლო პერიოდში არსებულ უთანხმოებებს არ უკავშირდება. ამის შესახებ ვოლსკიმ „მაესტროს“ ეთერში ისაუბრა.

 

„ჩვენ უმრავლესობაში ვართ და აქაც ძალიან ბევრი თემაა წინ წამოწეული. ხელმძღვანელია აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე. ქალაქის მერიის პროექტების მასშტაბებსაც გადახედეთ - კახა კალაძე არჩეულია გენერალურ მდივნად. ძალიან მძიმე და ძალიან სერიოზული სამუშაოები მიმდინარეობს. რასაკვირველია, ამ ვითარებაში საერთოდ მოიშალა პარტიული სტრუქტურა. არ მინდა დამძიმება, მაგრამ პრაქტიკულად გადავიქეცით წინასაარჩევნო პარტიად, რომელიც არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე აკეთებს მობილიზებას  და რეალურად პარტია არ ვითარდება. ამ მოცემულობაში, რასაკვირველია, საუკეთესო კანდიდატურა არის პარტიის დამაარსებელი ბიძინა ივანიშვილი. პოლიტსაბჭო ალბათ შემცირდება, ძალიან დიდია პოლიტსაბჭო მოცულობით“,- განაცხადა ვოლსკიმ.

 

 

„ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ პარტიას ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.

 

„ბიძინა ივანიშვილმა ჩვენი ქვეყნის ისტორიის ერთ-ერთ ურთულეს დროს ჩამოაყალიბა პარტია, რომელმაც გარდამტეხი როლი შეასრულა სახელმწიფოს განვითარებაში. ყველასთვის ნათელია, რამდენად დიდია ჩვენი გუნდისთვის ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი. მინდა გითხრათ, რომ ჩემი და გუნდის სახელით მე შევთავაზე ბიძინა ივანიშვილს, სათავეში ჩაუდგეს პარტიას და მოხარული ვარ, რომ ბიძინა ივანიშვილმა თანხმობა განაცხადა“, – აღნიშნა კვირიკაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner