ვისკონსინში ძლიერი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაშავდა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა. აფეთქება ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა Husky Energy-ში მოხდა. მომხდარის გამო ახლომდებარე რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე სახანძრო და სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
ქარხანა, რომელშიც 180-მდე ადამიანია დასაქმებული, საწვავს, ასფალტს და სხვადასხვა პროდუქტებს აწარმოებს.