logo_geo
eng_logo
ვისკონსინში აფეთქების შედეგად 20-მდე ადამიანი დაშავდა
- +

26 აპრილი. 2018. 22:44

 

 

ვისკონსინში ძლიერი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანი დაშავდა. ინფორმაცია მსხვერპლის შესახებ არ გავრცელებულა. აფეთქება ნავთობგადამამუშავებელ ქარხანა Husky Energy-ში მოხდა. მომხდარის გამო ახლომდებარე რაიონებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე სახანძრო და სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

 

ქარხანა, რომელშიც 180-მდე ადამიანია დასაქმებული, საწვავს, ასფალტს და სხვადასხვა პროდუქტებს აწარმოებს.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner