უფლებადამცველი დავით ლილუაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„21-ე საუკუნეში ლიბერტანიზმი და მისი რეციდიული გამოვლინებები უკვე იქცა უმძიმესს ბაქტერიულ ინფექციად, რომელიც ტოტალური მასშტაბით ებრძვის ადამიანთა ჯანსაღ ცნობიერებასა და ყოფიერებას.
ლიბარტანიზმის ძირითადი სამიზნე არის კონსერვატიული საზოგადოების ღირებულებები და მის ერთ-ერთ კარდინალური ამოცანას წარმოადგენს სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელთა რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა.
21-ე საუკუნის შავი ჭირი, დემოკრატიასა და ადამიანის უფლებათა ფასადს ამოფარებული, კოლიზიაში მოდის იმ ღირებულებათა სისტემასთან, რომელიც ჩამოყალიბდა სწორედ დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის საერთო ფორმატში.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციაში წერია, რომ ყველა ადამიანს აქვს გამოხატვის თავისუფლების უფლება და აღნიშნული მოიცავს ადამიანის თავისუფლებას, ჰქონდეს მოსაზრებები და მიიღოს და გაავრცელოს ინფორმაცია და იდეები, მაგრამ აღნიშნულ კონვეციაში არსად არ წერია, რომ სხვათა უფლებების დარღვევის ხარჯზე დასაშვებია გამოხატვის თავისუფლების განხორციელება... უფრო მეტიც, აღნიშნულთან დაკავშირებით შესაძლებელია კანონით გათვალისწინებული წესების, პირობების, შეზღუდვებისა და სანქციების გამოყენება.
საქართველოში უკვე გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს საკანონმდებლო ბაზაში ისეთი ნორმის არსებობა, რომლის შესაბამისადაც დაცული იქნება მორწმუნე ადამიანების რელიგიური გრძნობები.
P.S. ლიბერტანიანელებო, არ გამოგივათ საზღვრების გარეშე თავისუფლება, არა!!!“ - წერს ლილუაშვილი.