საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ოთარ ჩრდილელი სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ეხმაურება:
„აპრიორიც და აპოსტერიორიცაა: ბიძინა უნდა დაბრუნებულიყო!
P.S. ორივე ხელით მივესალმები“, - წერს ჩრდილელი.
შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ პარტიას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.