logo_geo
eng_logo
ნინო კვაჭანტირაძე: მიშა, მიშა მოდისო და ბიძინა მოვიდა - არადა აგერ იყო ახლოს, ყანებში!
- +

27 აპრილი. 2018. 02:09

 

ჟურნალისტი ნინო კვაჭანტირაძე სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებას ეხმაურება:

 

„რამე, ისე რომ არ ხდება, დედაჩემი ამბობს, - რაც ჩემთან ხდება, ამისთანა მარტო კინოებში მინახავს, მარა, რავა ყველა კინო ჩემს სახლში უნდა იყოსო, ხოდა, ახლა, რავა ყველა კინო ჩემს ქვეყანაშია, მიშა, მიშა მოდისო და ბიძინა მოვიდა, ეუფ, არადა აგერ იყო ახლოს, ყანებში!“ - წერს კვაჭანტირაძე.

 

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ პარტიას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“  ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner