logo_geo
eng_logo
ლაშა ნაცვლიშვილი: ბიძინა ივანიშვილს საკუთარი თავისთვის პასუხისმგებლობა არასდროს მოუხსნია
- +

27 აპრილი. 2018. 02:26

 

 

„ბიძინა ივანიშვილს საკუთარი თავისთვის პასუხისმგებლობა არასდროს მოუხსნია და მას ამ პასუხისმგებლობის შეხსენება არ სჭირდებოდა“, – განაცხადა მულტიმედიური პლატფორმა „პოსტივის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლაშა ნაცვლიშვილმა „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას. მისი თქმით, ისტორიაში, უკლებლივ ყველა პოლიტიკოსი დანაპირების შესრულებისთვის უფლებამოსილების გაძლიერებას ითხოვს, ბიძინა ივანიშვილი კი დანაპირების შესასრულებლად ხელისუფლებიდან გავიდა.

 

„სამშობლოს, ერის, ისტორიის, საკუთარი სიტყვისა და თავის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობამ განაპირობა ის, რომ მან ყველა ბერკეტი დადო და ხალხს ასე დაპირდა, თუნდაც პოლიტიკური დაპირება შეესრულებინა. დიდწილად, რა თქმა უნდა, ეს შესრულდა. გადავხედოთ, სად ვიყავით და სად ვართ, იქნება ეს დემოკრატია, კონსტიტუცია, ადამიანის უფლებები, სასამართლო, ევროინტეგრაცია, ხელისუფლების დანაწილება თუ სხვა. რა თქმა უნდა, ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით თვისობრივი ნაბიჯი ჯერ არ გაკეთებულა, მაგრამ ფუნდამენტი აქაც იქმნება.

 

უალტერნატივობის გამო შესაძლოა, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საზოგადოება და ქვეყანა დაიგულა. ეს ოჯახშიც ასე ხდება, როცა მოეშვებიან ხოლმე, წონას იმატებენ და ა.შ. „ქართულ ოცნებას“ ყველაზე მეტად ეფექტური საზოგადოებრივი კონტროლი აკლია“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner