logo_geo
eng_logo
ინგა გრიგოლია უგულავას: რას ნიშნავს ვანსა და ხონში პენსიის გაზრდა - დამოუკიდებლობას აცხადებთ?!
- +

27 აპრილი. 2018. 02:56

 

 

„თუ ნამუსიანად შედგება ადგილობრივი ბიუჯეტი და ნამუსიანად და ნორმალურად ჩატარდება ტენდერები დაახლოებით 20-25%-ია ორივე რაიონში, რომ ნორმალური გზა დაიგოს. მე შევეცდები, რომ სანამ ცენტრალურ მთავრობას ვაიძულებთ გაზარდოს პენსია, ყველაზე რეალისტურია ახლა პენსიის 50 ლარით გაზრდა, იქამდე დავარწმუნებ ადგილობრივ საკრებულოებს, რომ იმ შესაძლებლობების ფარგლებში რაც შეუძლია ადგილობრივ საკრებულოებს გავაკეთოთ ეს“, - ამის შესახებ ვანისა და ხონის მაჟორიტარობის კანდიდატმა შუალედურ არჩევნებში გიგი უგულავამ გადაცემა „რეაქციაში“ განაცხადა.

 

გადაცემის წამყვანის კითხვაზე: „ვანის და ხონის საქართველოდან გამოყოფას აპირებთ? რას ნიშნავს, ვანსა და ხონში გავუზრდით პენსიას, დამოუკიდებლობას აცხადებთ?!“ - უგულავა პასუხობს:

 

„არანიარად. მინდა შეგახსენოთ, რომ როდესაც თბილისის მერი ვიყავი, მაშინ პრემიერი იყო ნოღაიდელი, ჩვენ ამ თემაზე გვქონდა მწვავე დაპირისპირება. საბოლოოდ როგორც მერმა საკრებულოსთან ერთად მივიღე გადაწყვეტილება, რომ 10 ლარით მოვუმატეთ პენსია. ადგილობრივ თვითმმართველობას და ბიუჯეტს შეუძლია ეს გააკეთოს, თუ იქ იქნება ისეთი ადამიანები, რომლებიც ხალხზე ზრუნავენ და არა პირად ჯიბეზე“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner