logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ხელისუფლებაში, რომ ძალიან ცუდი ამბები ხდება არ არის მართალი!
- +

27 აპრილი. 2018. 03:10

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია გადაცემა „რეაქციაში“ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ ისაუბრა.

 

„საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლებაში ძალიან ცუდი ამბები ხდება და ეს არის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნების მთავარი მიზეზი არ არის მართალი. ჩვენ, პრემიერმინისტრმა, თანაგუნდელებმა და საზოგადოების დიდმა ნაწილმა მკაფიოდ გამოხატა სურვილი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებისა. მისი თავმჯდომარედ არჩევა კიდევ უფრო გააძლიერებს გუნდს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

 

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართული შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ პარტიას „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“  ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner